Tax Free გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.

  • Tax Free-ით სარგებლობა შეგიძლიათ, თუ თქვენ მიერ შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);
  • Tax Free-ით სარგებლობისთვის აუცილებელია, მოსარგებლე პირს თან ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნებას უცხო ქვეყნის მოქალაქე აეროპორტში ან საზღვრის გადაკვეთისას შესაბამის პუნქტში შეძლებს.
  • Tax Free-ის სერვისის სარგებლობისას უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, დაიბრუნოს გადახდილი თანხის 18%-მდე;
  • აუცილებლად აკონტროლეთ ვადა! Tax Free-ის ქვითარს შეზღუდული ვადა აქვს და მოქმედებს გამოწერიდან მხოლოდ 30 დღე!
  • Tax Free-ით სარგებლობისას შეძენილი ნივთი სპეციალური წესით იფუთება. საზღვრის დატოვებამდე შეფუთვის მთლიანობა არ უნდა დაირღვეს!
  • Tax Free-ის პუნქტთან უნდა წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. სხვა შემთხვევაში თანხას ვერ დაიბრუნებთ.