დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ტელეფონის ეკრანის გატეხვით გამოწვეული ტკივილი არ განუცდია ჯერ.
ვის უტყდება ტელეფონის ეკრანი ყველაზე ხშირად?
ეს მოულოდნელი უბედურება ყველას შეიძლება დაგვატყდეს თავს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებს და მკაცრი პროფესიის პირებს ემართებათ.
მშენებლები, ხელოსნები, მეხანძრეები, მეზღვაურები, მეთევეზეები, კურიერები და ა.შ. - დაცული ტელეფონი ყველა მათგანს გაუმარტივებს ცხოვრებას!
გარდა დაცულობისა, ამ ტელეფონებს გააჩნია ძლიერი ელემენტი, რაც საშუალებას იძლევა არ დატენოთ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ მათგანში ჩამონტაჟებული Powerbank გაძლევთ საშუალებას დამუხტოთ სხვა მოწყობილობები.
ბუნდოვანი მარკეტინგული მესიჯების ნაცვლად, (როგორიცაა წყალგაუმტარი, დარტყმაგამძლე და ა.შ.) დაცული ტელეფონის შემქმნელები მომხმარებლებს აწვდიან მკაფიო მითითებებს, თუ რას უნდა მოელოდნენ სმარტფონისგან.
ყველა მწარმოებელი, რომელიც ქმნის დაცულ ტელეფონს, ახდენს მათ კლასიფიცირებას საერთაშორისო IP (Ingress Protection) სტანდარტის მიხედვით.
უკრაინული ბრენდი Sigma Mobile ქმნის მსოფლიო სტანდარტების მიხედვით დაცულ მოწყობილობებს.
2020 წლის საუკეთესო მოდელი - SIGMA X-Treme PQ36 - ახალი სიტყვაა დაცულ სმარტფონებში!
თუ აქამდე დაცული ტელეფონის ხსენებისას, უხეში დიზაინის მობილური, სუსტი მონაცემებით წარმოგიდგებოდათ თვალწინ, PQ36-მა სრულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა!
სმარტფონის კორპუსი შექმნილია IP69 - უმაღლესი დაცვის სტანდარტის შესაბამისად, რაც საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ გამოიყენოთ ექსტრემალურ პირობებში, მაქსიმალურად არის დაცული მტვრისგან, წყლისგან და ჭუჭყისგან.
კორპუსის შიგნით ამორტიზირებელი ტიტანის ფირფიტა გამოიყენება კომპონენტების კიდევ უფრო დასაცავად, რაც აძლიერებს დიზაინს და წარმოადგენს დამატებით დამცავ ფაქტორს სმარტფონის შემთხვევითი ვარდნის შემთხვევაში.
ეკრანს კაუჩუკ ნარევი რეზინი იცავს, ხოლო აკუმლატორი რთულ გარემო პირობებში არ ფეთქდება, რადგან შეფუთულია სპეიციალური პლასტირებით.
ამრიგად, ეს არის პროდუქტი, რომელიც არასდროს დაგაღალატებს, შექმნილია რათა გაუძლოს წყალს, დაზიანებას, ექსტრემალურ ტემპერატურას და სხვა ყველანაირ საფრთხეს.
SIGMA X-TREME PQ36 - ეს არის მძლავრი მონაცემებისა და დახვეწილი დიზაინის საუკეთესო კომბინაცია, რომელიც იდელაურია ექსტრემის მოყვარული ადამიანებისთვის.